დღევანდელი გამოწვევები და Cloud სერვისების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიები

  დისტანციურად მუშაობაზე გადასვლისას, კომპანიებს უჩნდებათ გამოწვევები თანამშრომლებს შორის კომუნიკაციისა და საოპერაციო საქმიანობის ნაწილში.
  დღევანდელი გარემო არის სწრაფად ცვალებადი, მენეჯერებს სჭირდებათ მონაცემების სწრაფი დამუშავება და ინფორმაციასთან დროული წვდომა გადაწყვეტილებების მისაღებად.
  როდესაც თანამშრომლებს შორის ინფორმაცია მხოლოდ ელექტრონული ფოსტით იცვლება, შეუძლებელი ხდება ერთი და იგივე მონაცემების პარალერური დამუშავება. მაგალითისთვის, ვიდრე ერთი თანამშრომელი არ დაასრულებს ერთ Excel-ის ფაილზე მუშაობას, არ მიიყვანს გარკვეულ ეტაპამდე და არ გაგზავნის ელექტრონული ფოსტით, მანამდე მეორე თანამშრომელი ვერ მუშაობს ამ ფაილზე და ელოდება წინა ეტაპის დასრულებას. ეს აფერხებს მთლიან პროცესს და გადაწყვეტილების მიღების სიჩქარეს.
  ამ პრობლემის დაძლევაში გვეხმარება თანამედროვე Cloud სისტემები. Cloud სისტემები გულისხმობს პროგრამებს, მომსახურებებს ან რესურსებს, რომლებიც ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ინტერნეტის საშუალებით კომპიუტერული პროვაიდერის სერვერებიდან. კომპანიები, როგორც წესი, Cloud სისტემებს იყენებენ ფაილებზე პარალერურად  მუშაობისთვის და გამოთვლებითვის. Cloud პლატფორმები, IT სერვისების გარეშე იძლევა კომპიუტერული შესაძლებლობების გაზრდის და ფუნქციონირების გაუმჯობესების საშუალებას. პარალელურად მუშაობის და მონაცემთა დამუშავების გაზრდილი შესაძლებლობები ამცირებს ამ მონაცემების ინფორმაციად ქცევის და გადაწყვეტილების მიღების დროს.
  თანამედროვე Cloud სისტემები კომპანიებს ეხმარება შემდეგი მიმართულებების მართვაში:
  • Analytics and BI
  • Collaboration
  • Content Management
  • Customer Relationship Management
  • Enterprise Performance Management
  • ERP Services and Operations Management
  • ERP Financial Management
  • Human Capital Management
  • Treasury and Risk Management
  • Supply Chain Management
  • Sales Performance Management
  • Procurement
  • Project Portfolio Management
  • Product Life-Cycle Management and Engineering
  • IT Service Management
  • e-Commerce
  ამ მიმართულებების ტექნიკურ ენაზე მოდულებს უწოდებენ.
  კომპანიებს ხშირად აქვთ გამოწვევები Cloud პროვაიდერების შერჩევისას, მათ უწევთ იმის განსასაზღვრა თუ რა მოდულებია შემოთავაზებული ბაზარზე, რომელი კომპანია რა მოდულს აწვდის და როგორი ხარისხით. ამ გამოწვევების დასაძლევად სავის გუნდმა შეიმუშავა კომპანიების და ამ კომპანიების მიერ შემოთავაზებული სერვისების (მოდულების) ერთიანი სია, რომელიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად გამოარჩიოთ თქვენთვის საჭირო მიმართულებები (მოდულები) და ამ მიმართულებების საერთაშორისო ბაზარზე მომწოდებელი კომპანიები.
  
სია იხილეთ ბმულზე:
დააჭირეთ აქ