გთავაზობთ კაპიტალში შემოსვლით პარტნიორობას, რითიც ერთის მხრივ ფინანსურ რესურსებზე გაგიჩნდებათ წვდომა და ამავდროულად, ჩვენი სტრატეგიული განვითარების გუნდი დაგეხმარებათ კრიზისთან გამკლავებაში, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ეფექტურ გადაწყობაში
კრიზის პერიოდში თანამშრომლების შენარჩუნება გამოწვევას წარმოადგენს. კომპანია ინსორსი უფასო კონსულტაციას გაუწევს ნებისმიერ ბიზნესს ადამიანური რესურსის შენარჩუნების, კომპანიის რესტრუქტურიზაციასა და საჭირო რესურსის მოძიების მიმართულებით.
B2C
ტექნოლოგიურ ბიზნესებს განსაკუთრებული როლი შეგვიძლია შევასრულოთ შექმნილ ვითარებაში. ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ინიციატივა და დავეხმაროთ ტრადიციულ ბიზნესებს ტრანსფორმაციის, გაციფრულების პროცესში.
ენთები უფასო კონსულტაციებს გაუწევენ კომპანიებს, დაეხმარებიან უკეთ დაგეგმონ
საგადასახადო და სააღრიცხვო პროცესები. ბუღალტრული სერვისებით
დაინტერესების შემთხვევაში კომპანიები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
გამოიყენეთ ჩვენი საკომუნიკაციო არხი.
ახლა გვაქვს შესაძლებლობა, ვიყოთ მეტად პასუხიმგებლიანი თანამშრომლების, კლიენტების, პარტნიორების და საზოგადოების მიმართ. COVID-19 გლობალური პანდემიაა, რომელიც ლოკალურ კრიზისულ სიტუაციებს იწვევს. ჩვენ შეგვიძლია, ზიანის შესამცირებლად ვიმუშაოთ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გირჩევთ თუ როგორ მართოთ საკუთარი ბრენდი მაქსიმალურად ეფექტურად და გაგიწევთ უფასო კონსულტაციას და გაგიზიარებთ მრავალწლიან გამოცდილებას. თქვენთან ერთად შევქმნით მომხმარებლისთვის ახალ, გაუმჯობესებულ სერვისსა თუ პროდუქტს
Adapter.ge
სამყაროში შექმნილმა მდგომარეობამ, ბიზნესებისთვის ადაპტაცია მთავარ გამოწვევად აქცია. სწორედ ამიტომ, შევქმენით ციფრული ადაპტაციის პროგრამა „ადაპტერი“, რომელიც მათ ეხმარება სწრაფ გაციფრულებაში და ელ. კომერციის საშუალებით საქმიანობის უწყვეტობაში.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) და Resolve
ბიზნესს ექნება შესაძლებლობა მიმართოს GIAC-ს და მოითხოვოს მესამე ნეიტრალური პირის - პროფესიონალი ფასილიტატორის/მედიატორის - დახმარება კონტრაგენტებთან დისკუსიის/მოლაპარაკების წარმართვის (ფასილიტაცია) ან დავის მოგვარების (მედიაცია) მიზნით.
შექმნილ პირობებში მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის კომუნიკაცია მიზნობრივ აუდიტორიასთან. ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში და მზად ვართ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ქართულ ბაზარზე მოღვაწე კომპანიების მხარდაჭერა და დავეხმაროთ კრიზისის დაძლევაში.