ეკატერინე პაპიაშვილი

ეკატერინე პაპიაშვილი

ფინანსური კონსულტანტი

იმედი მაქვს, რომ მიმდინარე მოვლენების გადალახვას მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია გავერთიანდეთ და გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ამ ეტაპზე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები კრიტიკულია ბიზნესის გადასარჩენად
გიორგი კეპულაძე

გიორგი კეპულაძე

ფინანსური მრჩეველი

ახალმა კორონავირუსმა ეპიდემიასთან ერთად ეკონომიკური თავსატეხიც გაგვიჩინა. დაავადების შეჩერების მიზნით დედამიწის "დაპაუზებამ" ეკონომიკის შეჩერებაც გამოიწვია. უნდა ვეცადოთ, რომ ახალ რეალობას მოვერგოთ და მსოფლიოს “რესტარტი” საჩვენოდ გამოვიყენოთ.
მედეა ტაბატაძე

მედეა ტაბატაძე

HR კონსულტანტი

ცვლილებებს სჭირდება ახალი ცოდნა და ძლიერი გუნდი. ხალხის მართვას დღეს განსაკუთრებით სჭირდება სწორი ხედვა, რადგან შეიცვლება თანამშრომლობის პრაქტიკა, გარემო და შედეგები უნდა მოვემზადოთ, როგორ შევინარჩუნოთ გუნდის წევრების ცოდნა და მოტივაცია ახალ გარემოში
ქეთევან ვაჩიბერიძე

ქეთევან ვაჩიბერიძე

ელ. კომერციის კონსულტანტი

დღემდე ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის ჩართულობით ელექტრონული კომერციის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყანაში. დღეს კი სხვა მიზანს ვემსახურებით - ელექტრონული კომერციის საშუალებით გადავარჩინოთ მაქსიმალურად მეტი ბიზნესი.
ალექს ჩიქოვანი

ალექს ჩიქოვანი

სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ზუსტად არავინ იცის რა იქნება პანდემიის შემდეგ, მაგრამ LIVE Branding-ში გვწამს რომ ბრენდინგი ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. კრიზისულ სიტუაციაში ბრენდინგი ბრენდის თანმიმდევრულად მართვაში დაგეხმარებათ. დაიმახსოვრეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
დავით ჩიკვაიძე

დავით ჩიკვაიძე

გაყიდვების ტრენერი

კრიზისიდან გამოსასვლელად კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება გაყიდვების ზრდა და სტრატეგიის შემუშავება. მზად ვართ, სწორედ ამ მიმართულებით, კომპანიებს „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ გამოცდილებით დავეხმაროთ და გავუწიოთ კონსულტაცია.
შოთა ჩინჩალაძე

შოთა ჩინჩალაძე

სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტი

ახლა, ინფორმაციისადმი ასეთი გაფაციცებული ყურადღების პერიოდში, ისე როგორც არასდროს არის საჭირო საკუთარი ბრენდების ქმედებებისა და კომუნიკაციის გააზრება იმისთვის, რომ აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ნამდვილად ჩვენი იყოს.
რატი ღოლიჯაშვილი

რატი ღოლიჯაშვილი

გენერალური მენეჯერი - ბიოქიმფარმი

ვცდილობთ ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც კონტრიბუციას შევძლებთ ჩვენი ტექნოლოგიით პანდემიასთან და მის თანმხლებ პრობლემებთან ბრძოლაში, გამოსადეგი ვიყოთ და შევუმსუბუქოთ ყოფა იმ ადამიანებს, ვისაც ამ კრიტიკულ სიტუაციაში ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.