მოვლენების მოულოდნელმა განვითარებამ თუ გეგმები შეგიცვალა, მარტო ნამდვილად არ ხარ. COVID 19-ის ეფექტები მთელ ეკონომიკას მოიცავს, ეხება ყველა ბიზნესსა და ადამიანს - უბნის მაღაზიას და სწრაფი კვების გიგანტებს, ბაგა-ბაღებსა და ღამის კლუბებს, დირექტორს და დამლაგებელს, სტუმარს და მასპინძელსაც. მაგრამ ამჯერად გაგვიმართლა - რადგან ამ მოულოდნელობის წინაშე ყველა ერთად აღმოვჩნდით, გამოსავალსაც ერთად ვიპოვით.
ვფიქრობთ დროა, რომ ის ინტელექტუალური რესურსი, რასაც ჩვეულებრივად თქვენი საქმიანობის განვითარებისთვის ვხარჯავთ, მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავებაში გამოვიყენოთ. გვსურს, ჩვენი ანალიტიკური უნარებითა და პროფესიული კავშირებით დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის ახალ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავებასა და ცვალებად გარემოსთან ჰარმონიულ ადაპტაციაში. დასაწყისისთვის, დააფიქსირეთ თქვენი გამოწვევა და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი
გთავაზობთ კაპიტალში შემოსვლით პარტნიორობას, რითიც ერთის მხრივ ფინანსურ რესურსებზე გაგიჩნდებათ წვდომა და ამავდროულად, ჩვენი სტრატეგიული განვითარების გუნდი დაგეხმარებათ კრიზისთან გამკლავებაში, ახალი შესაძლებლობების გამოვლენასა და ეფექტურ გადაწყობაში
კრიზის პერიოდში თანამშრომლების შენარჩუნება გამოწვევას წარმოადგენს. კომპანია ინსორსი უფასო კონსულტაციას გაუწევს ნებისმიერ ბიზნესს ადამიანური რესურსის შენარჩუნების, კომპანიის რესტრუქტურიზაციასა და საჭირო რესურსის მოძიების მიმართულებით.
B2C
ტექნოლოგიურ ბიზნესებს განსაკუთრებული როლი შეგვიძლია შევასრულოთ შექმნილ ვითარებაში. ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ინიციატივა და დავეხმაროთ ტრადიციულ ბიზნესებს ტრანსფორმაციის, გაციფრულების პროცესში.
ენთები უფასო კონსულტაციებს გაუწევენ კომპანიებს, დაეხმარებიან უკეთ დაგეგმონ
საგადასახადო და სააღრიცხვო პროცესები. ბუღალტრული სერვისებით
დაინტერესების შემთხვევაში კომპანიები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
გამოიყენეთ ჩვენი საკომუნიკაციო არხი.
იმედი მაქვს, რომ მიმდინარე მოვლენების გადალახვას მაქსიმალურად სწრაფად და უმტკივნეულოდ შევძლებთ. ამისთვის აუცილებელია გავერთიანდეთ და გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ამ ეტაპზე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები კრიტიკულია ბიზნესის გადასარჩენად
გიორგი კეპულაძე
ფინანსური მრჩეველი
ახალმა კორონავირუსმა ეპიდემიასთან ერთად ეკონომიკური თავსატეხიც გაგვიჩინა. დაავადების შეჩერების მიზნით დედამიწის "დაპაუზებამ" ეკონომიკის შეჩერებაც გამოიწვია. უნდა ვეცადოთ, რომ ახალ რეალობას მოვერგოთ და მსოფლიოს “რესტარტი” საჩვენოდ გამოვიყენოთ.
მედეა ტაბატაძე
HR კონსულტანტი
ცვლილებებს სჭირდება ახალი ცოდნა და ძლიერი გუნდი. ხალხის მართვას დღეს განსაკუთრებით სჭირდება სწორი ხედვა, რადგან შეიცვლება თანამშრომლობის პრაქტიკა, გარემო და შედეგები უნდა მოვემზადოთ, როგორ შევინარჩუნოთ გუნდის წევრების ცოდნა და მოტივაცია ახალ გარემოში
ქეთევან ვაჩიბერიძე
ელ. კომერციის კონსულტანტი
დღემდე ჩვენს მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის ჩართულობით ელექტრონული კომერციის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა ქვეყანაში. დღეს კი სხვა მიზანს ვემსახურებით - ელექტრონული კომერციის საშუალებით გადავარჩინოთ მაქსიმალურად მეტი ბიზნესი.